უფლისციხე

უფლისციხე ეს არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც გორიდან 10კმ-ში მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით. 







უფლისციხეში განთავსებულია უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ინფორმაციასაც გაგაცნობთ.
უფლისციხე ეს არის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალი, რომელსაც ეს სტატუსი 1988წელს მიენიჭა და მას იცავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს და აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს.

  არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულია უფლისწულის ეკლესია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, რომლებიც ტურისტების მეტ ყურადღებას იჩენს და მათი ნახვა მეტ ინტერესს აღძრავს მათში, ეს ნივთები კი არის: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.

ვფიქრობ ამ ადგილის სტუმრობამდე, ყველას დააინტერესებს თუ რა დროსაა
შესაძლებელი მუზეუმ-ნაკრძალის ნახვა და რა რაოდენობის თანხა უნდა იქონიონ აქ მოსვლისას, ამიტომ გთავაზობთ ინფორმაციას ამის შესახებ.
მუზემ-ნაკრძალი მუშაობს ყოველდღე, 10 სთ-დან 19 სთ-მდე. 
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 7 ლ, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ. ამავდროულად სტუმარს შეუძლია ისარგებლოს გიდის მომსახურებით, რომელიც საუბრობს შემდეგ ენებზე:ინგლისური, რუსული, ფრანგული. გიდის მომსახურება - 25 ლ. აუდიო გიდის მომსახურება - 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.


















No comments:

Post a Comment