ატენის ხეობა

   
                                                       ატენი და ტანას ხეობა



ატენის ხეობის ტერიტორია გორიდან 10კმ-ში მდებარეობს.
ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. "ტანის ხევი" სახელით ეს ადმინისტრაციული ერთეული ცნობილია IV - VII საუკუნეებში. ატენის ხეობაზე გადიოდა მაგისტრალური გზა,  ამ გზის არსერბობამ განაპირობა ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ატენის ხეობის მჭიდრო დასახლება.
ატენის ხეობაში მდებარეობს ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლებიც ნამდვილად საინტერესო და საოცარია, ადგილები, რომელთა ერთჯერ ნახვა არ კმარა და მისი მრავალფეროვნება და სილამაზე მნახველს ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად აოცებს.

ეს ადგილები მრავალ საუკუნესა და ისტორიას მოიცავს, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ რომ ყველამ იცოდეს მათი ისტორიის შესახებ, თუ რაოდენ საინტერესო ისტორიის მქონენი არიან ისინი და რაოდენ საოცარი სილამაზის მატარებელნი.
რაღათქმაუნდა ჩვენი გუნდი ყველა ამ ადგილის ფოტოს და ისტორიას შემოგთავაზებთ, მცირე ოდენად, რადგან ჩვენ გვსურს რომ თქვენში ინტერესი აღვძრათ ამ ადგილისა და სურვილი მათი ნახვის და ისტორიის გაცნობის.
ეს უნიკალური ადგილები კი არის:

  ატენის ციხე (X-XI სს.)


ატენის დედათა მონასტერი

   ატენის სიონი


  ტამის ტბა
    მდ.ტანა



ბიისის ჩანჩქერი
გორიდან 24 კმ, ბიისსა და ბოშურს შორის. გზიდან 4.2 კმ. . 270 მეტრი სხვაობა საწყისსა და ბოლო წერილს შორის. რამოდენიმეჯერ მოგიწევთ მდინარის გადავლა, შესაძლებელია ველოტურით მგზავრობაც. მანქანით შესაძლებელია პირველი 500 მეტრის გავლა,რომელიც მდინარეზე გადადის.შემდეგ უკეთესია მანქანა გააჩეროთ და ტაფარყანდის ხეობა გაიაროთ ფეხით. ბილიკი გადის მდინარის გასწვრივ, სანამ ჩანჩქერთან მივალთ ხშირად მოგვიწევს მდინარის გადაკვეთა ფეხით, ულამაზეს ვიწრო ხეობაში,ამიტომ ჯობია ჩავიცვათ "სატოპაო" ფეხსაცმელი.
გზად ხელმარჯვნივ შეგვხვდება ცნობილი ბიისის "ყინულის ჩანჩქერი",რომელიც ზაფხულში სველი კლდეა ერთი შეხედვით, ხოლო ზამთარში ის შესანიშნავ ყინულის ჩანჩქერად გადაიქცევა, რომელიც გამოიყენება ყოველწლიურ ყინულზე ცოცვის შეჯიბრებისათვის.აქედან ისევ ბილიკით ჩანჩქერამდე 820 მეტრია სასიარულო.
თვითონ ჩანჩქერია სიმაღლე 10 მ-დეა ,ძირში წყალი დაგუბებულია და შეიძლება გაგრილება,მაგრამ გაითვალისწინეთ უმჯობესია შეხვიდეთ მარცხენა მხრიდან (პირდაპირი ხედვით), მარჯვენა მხარეს წყალქვეშ მოზრდილი ქვებია.




No comments:

Post a Comment