ჩვენს შესახებ



ჩვენ ვართ კლასელები და მეგობრები, ახლა კი ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ.
ვსწავლობთ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის X კლასში.
აქტიურად ვართ ჩართული სასკოლო თუ სკოლის გარეშე აქტივობებში,სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა -- შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებებს.

თორნიკე მაისურაძე

თორნიკე დამწყები მსახიობია, რომელიც გორში არსებულ კინოაკადემიაში მუშაობს, ამავდროულად მას აქვს საკუთარი გადაცემა და მონაწილეობს სასკოლო სერიალში "ფოთლების ზარი". მისი სურვილია გახდეს ცნობილი ადამიანი და მიაღწიოს ძალიან ბევრს, ამისათვის ის ბევრს შრომობს და დღითიდღე უახლოვდება მიზანს.




ნიკოლოზ ცხვედაძე
ნიკოლოზი ვიდეოგრაფია, რომელიც თორნიკეს მსგავსად კინოაკადემიაში მუშაობს.
მას მოსწონს კომპიუტერული მეცნიერებები და იგი საკუთარი თავის განსავითარებლად დროსა და ენერგიას არ ზოგავს. მასი ერთ-ერთი მთავარი სურვილია იყოს ცნობილი რეჟისორი და გადაიღოს საკუთარი ფილმი.




მარიამ მაისურაძე
მარიამი არის ძალიან აქტიური ახალგაზრდა, რომელიც იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, რადგანაც ის ფიქრობს, რომ პროექტებიდან მიღებული ცოდნა დაეხმარება, შეიქმნას კარგი მომავალი.
იგი დაინტერესებულია პოლიტიკის მეცნიერებებით და აქტიურადაა ჩართული რეგიონში განხორციელებულ აქტივობებში.
მისი ჰობია ისწავლოს და მიიღოს ცოდნა ყველაფრის შესახებ.



2 comments:

  1. წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, მარიამ.

      Delete