გორისციხე

​გორის ციხე ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ 13-ე საუკუნეში იხსენიება და მისი სახელი ძალიან ბევრ ნაწარმოებსა თუ ისტორიულ ნაშრომებშია წარმოდგენილი.

იგი ციცაბო კლდეზეა აღმართული რაც მას მეტად განსხვავებულ იერს აძლევს. იგი მრავალჯერ არის არქეოლოგების მიერ გათხრილი, რადგანაც იგი დიდ ინტერესს იწვევს და მასში აღმოჩენილი სხვადასხვა ნივთები ისტორიას მით უფრო მეტ ფაქტს მატებს.
ამავდროულად გორის ისტორიული ციხესიმაგრე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის დიდი პოტენციის ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიური ობიექტია, რომელიც დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის საბაზისო ცენტრი გახდება.
მოგახსენებთ რომ მიუხედავად იმისა ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა, გორის ციხის ნახვა ყველა მსურველს შეუძლია.
გორის ციხიდან იშლება მთელი ქალაქის ხედი, რაც რაღათქმაუნდა ერთობ შესანიშნავი და ლამაზია. გორის ციხეზე განთავსებული დურბინდით, სტუმრებს შეუძლიათ ახლო ხედით იხილონ გორის სხვადასხვა კუთხე, შემდგომ კი იგი თავისივე თვალით ნახონ.
ამავდროულად გათხრების დამთავრების შემდგომ იგემება გორის ციხეზე განთავსდეს დახლები, სადაც დაეწყობა ქართული სამზარეულოს კერძები, სუვენირები და დიდი პოპულარობის მქონე ქართული ღვინო.

No comments:

Post a Comment